გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი PACE-ს კომიტეტების შეხვედრებში მონაწილეობს

9-09-2024

საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო PACE-ს კულტურის კომიტეტის მედია და საინფორმაციო საზოგადოების ქვე-კომიტეტის შეხვედრაში.


9 სექტემბერს ედინბურგში გამართულ შეხვედრაზე ქვე-კომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა „ციფრულ პლატფორმებზე გამოხატვის თავისუფლების საჯარო რეგულირება“, „საფრთხეები მედიის პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის მიმართ“ და „მედიის თავისუფლება სპორტში“, ასევე განისაზღვრა ქვე-კომიტეტის სამუშაო პროგრამა და პრიორიტეტები.


საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის და სოციალური საკითხები, ჯანმრთელობა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას.