გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ჩიხელიძე: პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი საგრანტო ფონდი არასამთავრობო სექტორის შემდგომი შეუფერხებელი განვითარების გარანტია, მათი გადასაწყვეტია, გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯს, თუ ლუსტრაცია მოხდება

9-09-2024

პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი საგრანტო ფონდი საქართველოში არასამთავრობო სექტორის შემდგომი შეუფერხებელი განვითარების და ფუნქციონირების გარანტი არის. პრემიერის ინიციატივით ახალი საგრანტო ფონდი შეიქმნება, რომელიც არასამთავრობო სექტორს რამდენიმე მიმართულებით დააფინანსებს, მათ შორის არის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორებიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის უფლებების ზრდა და ა.შ. - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივამ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდეს საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არასამთავრობო სექტორს სპეკულაციების სივრცე არ დაუტოვა.


ექსპერტი აღნიშნავს, რომ ახლა მესამე სექტორმა უნდა გადაწყვიტოს, გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს, თუ დაამტკიცებენ, რომ მათ არა რეალური მუშაობა, არამედ ქვეყანაში არეულობა უნდათ.


„პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი საგრანტო ფონდი საქართველოში არასამთავრობო სექტორის შემდგომი შეუფერხებელი განვითარების და ფუნქციონირების გარანტი არის. პრემიერის ინიციატივით ახალი საგრანტო ფონდი შეიქმნება, რომელიც არასამთავრობო სექტორს რამდენიმე მიმართულებით დააფინანსებს, მათ შორის არის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორც არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების ზრდა და ა.შ. კანონის მიღების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი განცხადება გააკეთეს, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორი იზღუდებოდა, მათი ფუნქციონირება ეჭვქვეშ დგებოდა და რამდენიმე მათგანი მუშაობის გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავდა. პრემიერის ინიციატივამ, არასამთავრობო სექტორს სპეკულაციების სივრცე არ დაუტოვა, სამოქალაქო სექტორს სახელმწიფო გაძლიერების და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.


ბურთი არასამთავრობო სექტორის მოედანზეა, მათი გადასაწყვეტია გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯს თუ ღია ლუსტრაცია მოხდება, რომ მათი მიზანი არა რეალური მუშაობა და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მუშაობა არის, არამედ ქვეყანაში არეულობის მოწყობა და რევოლუციური ფონის შექმნა, სამწუხაროდ მათი დიდი ნაწილისთვის გრანტის მიღების მთავარი მოტივაცია არა სახელმწიფოს დაცვა და სამოქალაქო სექტორის განვითარება, არამედ ქვეყნის ლანძღვა და ოპოზიციის აქციებისთვის ხელის შეწყობა იყო“, - წერს დავით ჩიხელიძე.