გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

9-09-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა დაიწყო.


უწყების ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პროგრამის მონაწილეებს შეხვდა, პირადად მიულოცა კონკურსში გამარჯვება და წარმატებები უსურვა.


„ჩვენ გვქონდა მაღალი მოსწრების სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან გასაუბრებები, ისინი დაიწყებენ და შეიძენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას, რაც ვფიქრობ, მათი კარიერული ზრდის კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ნაბიჯი. ჩვენთვის საინტერესოა ახალი, კომპეტენტური, დაინტერესებული, მოტივირებული კადრების მიღება და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვისაც ეს იქნება განსაკუთრებული გამოცდილება, რომელიც საბოლოოდ წაადგება როგორც მათ, ისე სახელმწიფო სტრუქტურებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეთა შერჩევა კონკურსის გზით მოხდა - შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი სტაჟირების მსურველი ახალგაზრდების აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა იყო. სამინისტროში გასაუბრებისას უპირატესობა უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს მიენიჭათ. სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებში სტაჟირებას სულ 86 ადამიანი გაივლის (34 - ცენტრალურ აპარატში, 52 - საქვეუწყებო ორგანიზაციებში).


სამინისტროში დასაქმებული სტაჟიორები იმუშავებენ არაერთი მიმართულებით: ეკონომიკა, სამართალი, ბიზნეს-ადმინისტრირება, ენერგეტიკა, ფინანსები/აუდიტი, სტრატეგიული კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, ტურიზმი, სივრცითი დაგეგმარება, გეოლოგია/კარტოგრაფია, კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ტრანსპორტი/ლოგისტიკა, საჯარო მმართველობა და სხვა.


სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, სრულად ჩაერთონ სამინისტროს და მისი ქვეუწყებების საქმიანობაში, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და დეტალურად გაეცნონ საჯარო უწყებების მუშაობის სპეციფიკას, რაც საბოლოო ჯამში, მათთვის დიდი პროფესიული პრაქტიკა იქნება.


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ახალგაზრდებს აძლევს კარიერული განვითარების საშუალებას და ის მომავალ წლებშიც გაგრძელდება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.