გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში პროექტის „ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი“ პრეზენტაცია გაიმართა

26-10-2018

ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“, EU/UNDP-ის ინიციატივითა და COBERM-ის მხარდაჭერით, ოკუპირებილ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის განხორციელებული ჰუმანიტარული სამედიცინო პროექტის „ ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი“ პრეზენტაცია გაიმართა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, პრეზენტაციაზე სსიპ ,,ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ პროექტის შედეგებსა და განსაკუთრებული მიღწევებზე ისაუბრა. პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, COBERM-ის ხელმძღვანელი ირინა ლიცეკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის ა/რ ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო -სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ამირან დოლიძე, იმერეთის რეგიონული სავაჭრო -სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ემზარ ღვინიანიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ექიმები , ეთნიკური ოსები, აფხაზები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ასევე , ღონისძიების ბოლოს პროექტის მხარდამჭერების დაჯილდოება გაიმართა.


პროექტი განხორციელებულია ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“–ს მიერ და მისი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში.



ipn.ge