გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა საბანაძე: შსს კონკრეტული შედეგის დასადებად მაქსიმუმს გააკეთებს

26-10-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ გორში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. საბანაძემ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.


„მინდა ოჯახს მივუსამძიმრო, ეს არის საყოველთაო ტრაგედია და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს კონკრეტული შედეგის დადება. ამ ეტაპისთვის ვერსიებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით.


გამოძიება დაწყებულია, აბსოლუტურად დეტალურად ვსწავლობთ შემთხვევის ადგილს, შესაბამისად როგორც კი რამე იქნება ცნობილი გავაკეთებთ განცხადებას. ყველა საგამოძიებო მოქმედება  იმისთვის ტარდება, რომ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი დადგინდეს," - განაცხადა კახა საბანაძემ

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.


მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.