გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

პაპუაშვილი: დღეს გაიგებს საზოგადოება, როგორი ოცეულით გამოდის „ქართული ოცნება“ არჩევნებზე

10-09-2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული დღეს გახდება ცნობილი.

მისი თქმით, მთლიანი სიის პრეზენტაცია კი რამდენიმე კვირაში მოხდება.


„20:00 საათზე მოხდება პირველი ოცეულის წარდგენა, მაშინ გაიგებს ჩვენი საზოგადოება, როგორი ოცეულით გამოდის „ქართული ოცნება“ არჩევნებზე. ცოტა ხანში, უკვე რამდენიმე კვირაში იქნება მთლიანი სიის პრეზენტაცია.


პრეზენტაციის მთელი არსიც ის არის, რომ მოხდეს სიის არა წინასწარ, არამედ პრეზენტაციის დროს გაცხადება. ამდენი ადამიანი ტყუილად ხომ არ ვიკრიბებით 20:00 საათზე. რამდენიმე საათი დარჩა 20:00 საათამდე, მგონი, ღირს მოთმენა, ვნახოთ „ქართული ოცნების“ პირველი ოცეული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.