გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

8 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა კაცია დაკავებული

26-10-2018

საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დაკავებულია ახალგაზრდა კაცი. შსს დაკავების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.


„ქრონიკის“ ცნობით, დაკავებულია მუშა რომელიც იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს. ამას ადასტურებენ ადგილობრივები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებდნენ. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა და ამჟამად მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც მხოლოდ ერთი მუშა მუშაობდა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ გორში 8 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა.


2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.


imedinews.ge