გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გორში, 9 წლის გოგონას მკვლელი დააკავეს

26-10-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მკვლელი დააკავა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განცადება გააკეთა.

 

„მივუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახს. ეს სრულიად საქართველოსთვის მძიმე ტრაგედიაა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობა შექმილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიბო მოქმედებების შედეგად, დადგენილი იქნა დანაშაულის ჩამდენი პირი, ინიციალებით ი.ნ.


გატარებული ოპერატიულ სამძებო საგამოძიებო კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ასევე, იმ მარშუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა დეტალურად თითოეული ბინა, სადაც აღმოჩენილი იქნა საეჭვო სისხლის კვალი. რაზეც შესაბამისად შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა.


გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონიშსძიების შედეგად, ზემოხსენებული მტკიცებულებიბისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც არის საქმეში, ი.ნ. დაკავებული იქნა  სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტის საფუძველზე.

საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,“ - განაცხადა კახა საბანაძემ.