გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: გარედან რომ არავინ ჩაერიოს არჩევნებში, შეიძლება ამ აგენტურული პარტიებიდან ერთ პარტიასაც კი გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა, მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან მაშველ რგოლზე

11-09-2024

„ხავსად ქცეული მაშველი რგოლები მოსდით უცხოეთიდან, თორემ, აბსოლუტურად ნულები არიან, როგორც ხშირად თავადაც წამოსცდებათ ხოლმე; აბსოლუტურად ნულია ქართული ოპოზიცია, იმიტომ რომ, აგენტი არ შეიძლება რაღაც რეიტინგს ფლობდეს. აბსოლუტური ნულია, რომ არა გარედან რაღაც დახმარებები, რომელიც იქცა ხავსად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, უცხოეთიდან ჩარევა ოპოზიციისთვის არის მაშველი რგოლი, რომელიც ხავსად იქცა და მსგავსი განცხადებები უცხოელი აქტორებისგან კიდევ უფრო მეტად შეიძენს ხავსის დატვირთვას.


„სიტყვა ხავსი შემთხვევით არ მიხსენებია. ჩვენ ვახსენებდით მაშველ რგოლს, წარმოიდგენთ, რომ გარედან არანაირი მოძრაობა და არჩევნებში ჩარევის მცდელობა არ იყოს, ვერ მიიღებენ ალბათ ყველანი ერთად 10 პროცენტს. გარანტიას გაძლევთ, გარედან რომ არ ჩაერიოს არავინ, არ ვიცი შეიძლება ერთმა პარტიამაც ვერ გადალახოს ბარიერი. წარმოიდგინეთ, რომ გარედან არავინ ერევა, შეიძლება ერთ პარტიასაც კი, ამ აგენტურული პარტიებიდან, გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა.


მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან მაშველ რგოლზე, განცხადებებზე, მოქმედებებზე თუ ა.შ. მაგრამ, ქართველმა ხალხმა უნდა დაიმახსოვროს, რომ გარედან განცხადებებით, გარედან მოქმედებებით, შეიძლება რაღაც რეიტინგი ოდნავ ასწიონ, 3 %-იანმა 4-ზე, 4 %-იანმა 5-ზე, ან პირიქით, როცა ხალხი ბოლომდე კარგად გაერკვევა სიმართლეში და ხალხი იქნება ინფორმირებული ჩვენ მიერ, განსაკუთრებით. ყველა ასეთი მაშველი რგოლი ხავსად არის ქცეული უკვე და კიდევ უფრო მეტად შეიძენს ხავსის დატვირთვას ასეთი განცხადებები, მათ შორის, იმ ადამიანის ჩამოსვლა, რომელიც ჯერ პარლამენტში იყო ვითომ საქმიანი შეხვედრით , საქმიანი გამომეტყველებით, შემდეგ რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მიტინგზე რაღაც ანტისამთავრობო მოწოდებებით გამოდიოდა. ნიკა სამხარაძე რომ გერმანიაში ჩავიდეს და შოლცის გადადგომა მოითხოვოს და რაღაც ეპითეტები უწოდოს, რა რეაქცია ექნებათ ჩვენს გერმანელ კოლეგებს? ზუსტად იგივეა, ანუ ზევიდან გვიყურებენ და პატარა ქვეყანა ვართ?! ასე არ არის ! ამ ქვეყანამ გაბედა, რომ ეთქვა თვისი სათქმელი ყველასთვის - არ შეიძლება ასე,“ - განაცხადა მდინარაძემ.