გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომაზე ფიქრიც კი ოპოზიციის მხრიდან ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა

12-09-2024

ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია უნდა გქონდეს შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის შეფასებით, ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს.


„ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან ამაზე ფიქრიც კი, რომ რამენაირად მოინდომონ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომა, უბრალოდ მისი ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი, რაც ძალიან კარგად იცით. უნდა გქონდეს ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.