გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი მიხაილ როთის ვიზიტზე: ეს ადამიანი ცდილობდა, ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში, რაც ჩაუვარდა, რა ფასი უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის მის ჩამოსვლას

12-09-2024

მიხაილ როთი ცდილობს, რომ რაღაცნაირად მხარი დაუჭიროს ოპოზიციას, თუმცა მე მგონია, რომ კონტრპროდუქტიული იქნება ოპოზიციისთვის მისი საქართველოში ჩამოსვლა, იმდენად შელახული აქვს მას რეპუტაცია ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, როთი ცდილობდა, საქართველოში რევოლუციურ პროცესებში ჩართულიყო, თუმცა არ გამოუვიდა.


„ეს ადამიანი საზოგადოების თვალში არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული. ის ცდილობდა, ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში და ჩაუვარდა ეს მცდელობა. რა ფასი უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის მის ჩამოსვლას არ ვიცი,"- განაცხადა პრემიერმა.