გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა ესეც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე

12-09-2024

ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ წარმოებს ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები საქართველოში ვერ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებასთან.


„ხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიები საქართველოში ვერ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებასთან და ამ ფონზე გარკვეული მცდელობაა, რომ გარედან დაეხმარონ ოპოზიციას კამპანიის წარმოებაში. ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ წარმოებს ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა ესეც ვერ მოახდენს ვერავითარ გავლენას არჩევნების შედეგებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.