26-10-2018
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს მედია თავისუფალია და ის ამით ამაყობს.
„მე პირადად, რითაც ვამაყობ იმის შემდგომ, რაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წლიდან, პირველი ისაა, რომ მედია არის ხელშეუხებელი. ისევე, როგორც ბევრი ინსტიტუტი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია განვითარდეს.
თუ ადრე ხელისუფლება აშანტაჟებდა ბიზნესს ტოტალურად და გახსოვთ როგორ იმართებოდა ბიზნესი, იგივე ხდებოდა მედიაშიც, მათ შორის, გაიხსენეთ რა მოხდა "იმედში" ან "იბერიაში". დღეს კი პირიქით გვაქვს მაგალითები - ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს. მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ან მედიის ან ბიზნესის შანტაჟის არცერთი მაგალითი არ გვაქვს, გარდა ამ გაურკვეველი ჩანაწერებისა და ისიც აბსოლუტურად ყირაზე არის დაყენებული"-განაცხადა ივანიშვილმა.