გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა

12-09-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა.


სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა ქართულ სტენდზე   ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ არმანდს კრაუზეს უმასპინძლეს.


გამოფენაზე RIGA FOOD 2024 საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ 7 კომპანიას: შპს აჩინებულს, შპს ჯეონატურალსს, შპს აქვაგეოს, შპს ძმებ ხუციშვილებს, კოოპერატივ რუისპირი-იყალთოს, შპს ვინაგორას, შპს კულას. წარმოდგენილი იყო ღვინო, ნატურალური წვენები, სხვადასხვა სახის კონსერვები.


„ვაგრძელებთ ქართული პროდუქციის მხარდაჭერას სტრატეგიულ ბაზრებზე; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა,  ევროკავშირის ბაზარია. ქალაქ რიგაში, სადაც ბალტიის ქვეყნების ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენა იმართება,სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული სტენდზე ქართველი  მწარმოებლებიარიანწარმოდგენილი. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ქართული კომპანიებს მნიშვნელოვანად უწყობსხელს გაზარდონ საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობები“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.


ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის,  ირაკლი ყურაშვილის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაზე „RIGA FOOD 2024” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან  ლატვიაში ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი გაზრდილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაგახდა. ელჩის განცხადებით, ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ქართული სტენდის მონახულებაკიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართლატვიის ინტერესს.


მიმდინარე წელს, RIGA FOOD 2024 გამოფენაში მონაწილეობას 30 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო.