გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შსს-მ რუსთავში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა

8-12-2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ა., ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ა. რუსთავში, ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა და გამყიდველს ფულს სძალავდა. სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელმა განზრახვა ვერ განახორციელა. პოლიციამ გ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.