გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გია აბაშიძე: საარჩევნო სისტემაში მომუშავე კეთილსინდისიერ თანამშრომლებზე რევანშისტების ტოქსიკური თავდასხმები და რადიკალთა დეზინფორმაციული დესტრუქცია აღსაკვეთია არსებული კანონიერი მეთოდებით

12-09-2024

„ის თვითმარქვია „ენჯეოები“, რომლებიც რეალურად „ნაცების“ განშტოებები არიან, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს კანონდარღვევით აფასებენ არა პროფესიონალიზმით, არამედ რაღაც გაბუქებული ნათესაური კავშირებით. ცესკოზე მორიგი თავდასხმის ეს სტრატეგია გასაგებია, რადგან ელექტრონულ არჩევნებზე ვერანაირ არგუმენტებს მოიშველიებენ, რომ „გაყალბდა“, ამიტომ აზიანებენ საარჩევნო გარემოს“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თქმითაც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება.


ანალიტიკოსის თქმით, ზემოთ ხსენებულ ბინძურ კამპანიაში ჩაბმულია უზნეო ნაცმედია, რომელიც ანგარებიანი დავალების გამო, საკუთარ ახლობლებსაც კი გაწირავს.


„ის თვითმარქვია „ენჯეოები“, რომლებიც რეალურად „ნაცების“ განშტოებები არიან, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს კანონდარღვევით აფასებენ არა პროფესიონალიზმით, არამედ რაღაც გაბუქებული ნათესაური კავშირებით. ცესკოზე მორიგი თავდასხმის ეს სტრატეგია გასაგებია, რადგან ელექტრონულ არჩევნებზე ვერანაირ არგუმენტებს მოიშველიებენ, რომ „გაყალბდა“, ამიტომ აზიანებენ საარჩევნო გარემოს. რასაკვირველია, ამ ბინძურ კამპანიაში ჩაბმულია უზნეო ნაცმედია, რომელიც ანგარებიანი დავალების გამო, საკუთარ ახლობლებსაც კი გაწირავს. საარჩევნო სისტემაში მომუშავე კეთილსინდისიერ თანამშრომლებზე რევანშისტების ტოქსიკური თავდასხმები და რადიკალთა დეზინფორმაციული დესტრუქცია აღსაკვეთია არსებული კანონიერი მეთოდებით!“, - წერს გია აბაშიძე.