გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„ახლა ამის დრო არ არის“ - ხატია დეკანოიძე ვერ აკონკრეტებს ევროპულ ფონდს, რომელიც საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემას ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ აპირებს

12-09-2024

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია ევროპული ფონდების შესახებ, რომლებიც არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემას უზრუნველყოფენ, თუმცა, კითხვაზე, კონკრეტულად რომელი ორგანიზაცია აპირებს აღნიშნული თანხის გადაცემას, პასუხობს, რომ ახლა ამაზე სასაუბრო დრო არ არის.


დეკანოიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მზად არის, 14 მილიარდ ევროზე უსასრულოდ ილაპარაკოს.


„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს უამრავი ფონდი, ევროპული ფონდი, რომელიც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის სწორი არჩევანის შემდეგ მიიღებს იმ 14 მილიარდს. მე მზად ვარ გელაპარაკოთ და გესაუბროთ უსასრულოდ 14 მილიარდზე, ახლა ამის [ორგანიზაციის დასახელების] დრო არ არის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.