გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ივანიშვილის სკანდალური განცხადება: ზაზა სარალიძე უნდა ყოფილიყო პირველი მსხვერპლი, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავდა

26-10-2018

პოლიტიკური პარტია ""ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული სამდღიანი აქციის გადადება შემთხვევითი არ იყო და ამ აქციაზე, ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ზაზა სარალიძე უნდა ყოფილიყო.


"სამდღიანი მიტინგი ჰქონდა გამოცხადებული "ნაციონალურ მოძრაობას" და შემდეგ ეს მიტინგი გადადო. როგორ ფიქროთ, შემთხვევით გადადო? ეს მიტინგი გადაიდო იმიტომ, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა კარგად იმუშავეს და მინდა ვთქვა, რომ სწორედ ზაზა სარალიძე იყო პირველი იმ მსხვერპლში, რასაც ეგენი გეგმავდნენ. წარმოიდგინეთ, რა ტრაგედია დატრიალდებოდა. სამართალდამცველებმა მოახერხეს და განაცხადეს კიდეც, რომ რაღაც იგეგმებოდა.

სამართალდამცველებმა მოახერხეს და ამ პროცესს პრევენცია გაუკეთეს"-განაცხადა ივანიშვილმა.


მისივე თქმი, ზაზა სარალიძე რუსთაველზე აქციისთვის ადგილს "ნაცმოძრაობას" უნახავს.