13-09-2024
მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ ორგანიზაცია გლობალური სიღარიბის მიმოხილვის 14 წლიანი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სიღარიბის დაძლევის და კეთილდღეობის პარამეტრების ცვლილებებს ეხება.
ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2012 წელთან შედარებით, 12 წლიანი გაანგარიშებით საერთაშორისო სიღარიბის დონის შემცირებას 2024 წელს ყველაზე მეტი პუნქტით მსოფლიოს ხუთი სახელმწიფო ახერხებს: საქართველო, ჩინეთი, ფილიპინები, ინდონეზია და გაიანა. 2024 წელს სიღარიბის საერთაშორისო დონე საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და 3,07 % გაუთანაბრდება, რაც სამ-ნახევარჯერ მცირეა 2012 წლის დონესთან შედარებით. ირკვევა, რომ 2012 წელს საერთაშორისო სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, 2023 წლისთვის კი მათი რიცხვი სამჯერ მეტად, 131 ათასამდე შემცირდა. 2024 წლის პროგნოზით საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონეზე მყოფთა რიცხვი წლიური გაანგარიშებით 17 ათასით მცირდება და 114 ათასს გაუტოლდება.
პროგნოზის მიხედვით, სიღარიბის შემცირება საქართველოში მომდევნო წლებშიც განუხრელად გაგრძელდება და 2026 წლისთვის საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმს 2,23 %-ს გაუტოლდება. 2026 წლისთვის საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა 83 ათასი ადამიანი დარჩება, რაც 2023 წელთან შედარებით 37%-ით მცირეა, 2012 წელთან შედარებით კი 5-ჯერ ნაკლები.