გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში შშმ ბავშვების რეაბილიტაცია–აბილიტაციის პროგრამა იწყება

26-10-2018

შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ტალიტა კუმი“ ნულიდან 18 წლამდე შშმ პირების სარეაბილიტაციო პროგრამას იწყებს.

 

„ბავშვთა რეაბილიატაცია–აბილიტაციის“ სახელწმიფო პროგრამის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს, რომლებსაც აქვთ ასეთი დიაგნოზი:

 

  • ბავშვთა ცერებრული დამბლა.

 

  • სპინური კუნთოვანი ატროფია და მასთან დაკავშირებული სინდრომები.

 

  • კუნთოვანი დისტროფია.

 

  • თანდაყოლილი მიოპათიები.

 

  • კუნთების სხვა (მათ შორის, დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანება.

 

  • ჰემი, პარა და ტეტრაპლეგია.

 

  • ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგები.

 

  • ანთებითი პოლინეიროპათიების შედეგები.

 

  • პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგები.

 

პროგრამა ერთი წლის განმავლობაში შვიდ კურსს მოიცავს. თითოეული კურსი ითვალისწინებს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პაციენტის საჭიროებაზე მორგებული კომპლექსური პროცედურების განსაზღვრულ რაოდენობას.

 

აღნიშნული პროგრამა სახელმწიფოს მიერ ხორციელდება. მასში ჩართულია ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში, რომელიც პროგრამას ახალციხეში „ტალიტა კუმის“ დღის ცენტრში ახორციელებს.



sknews.ge