გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებზე მოვიძიეთ ინფორმაცია, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვს მიღებული კომპანიისგან

13-09-2024

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებზე მოვიძიეთ ინფორმაცია, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვს მიღებული კომპანიისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის საქმეა.


„ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან, თუ რამე დამატებით არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ეს არის ის ინფორმაცია, რაც გვაქვს დღემდე. კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.