გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე აშშ-ში ოპოზიციის ლიდერების ვიზიტზე: გააფთრებულად მზარდი და უზნეო კამპანია საზღვარგარეთიდან რევანშისტების სასარგებლოდ, მიანიშნებს იმაზე, რომ აგენტოკრატიამაც ზუსტად იცის მათი გოშიების ნულოვანობა

13-09-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპოზიციის ლიდერების ვიზიტს ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს, რომ „ოპოზიციის დამარცხებაზე ორი მთავარი მოცემულობაც მეტყველებს - მათი აგრესიული თავდასხმები ერზე და უცხოელი მფარველების მასობრივი მობილიზაცია ნაცლუზერების თავხედურ, ღია მხარდაჭერაში“.


ანალიტიკოსის შეფასებით, ნებისმიერ დემოკრატიული ქვეყანაში, ღია და შიდა ობსტრუქციის მიუხედავად, ხალხი ირჩევს მის ხელისუფლებას, ხოლო ფარისეველთა "ნოტაციები" კიდევ უფრო ახუნებენ მათ ნაცმონა-მორჩილებს.


„გადავდოთ რეიტინგები, ნაცოპოზიციის გარდაუვალ დამარცხებაზე ორი მთავარი მოცემულობაც მეტყველებს - მათი აგრესიული თავდასხმები ერზე და უცხოელი მფარველების მასობრივი მობილიზაცია ნაცლუზერების თავხედურ, ღია მხარდაჭერაში. უსამშობლოების მძულვარება ყოველივე ქართულზე არაა ახალი. ასე გააფთრებულად მზარდი და უზნეო კამპანია საზღვარგარეთიდან რევანშისტების სასარგებლოდ, მიანიშნებს იმაზე, რომ აგენტოკრატიამაც ზუსტად იცის მათი გოშიების ნულოვანობა.


სწორედ ამით აიხსნება რეპუტაციაშელახული დასავლელი აქტორების ვიზიტები და მათი ჩალისფასიანი "დამოძღვრები" დემოკრატიაზე, ჩვენი საზოგადოებისთვის არაფრისმთქმელი რაღაც რეზოლუციები, მოსმენები, შანტაჟი, მუქარნარევი განცხადებები, წინასაარჩევნოდ ნაცსექტანტების გახშირებული ვიზიტები პატრონების კარზე და ა.შ. ნებისმიერ დემოკრატიული ქვეყანაში, ღია და შიდა ობსტრუქციის მიუხედავად, ხალხი ირჩევს მის ხელისუფლებას, ხოლო ფარისეველთა "ნოტაციები" კიდევ უფრო ახუნებენ მათ ნაცმონა-მორჩილებს“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.