გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თანამშრომლობის მემორანდუმი GITA-სა და ეჯაილსქულს შორის

13-09-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და ეჯაილსქულმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სააგენტოს ეჯაილ ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა და გაძლიერება. პარტნიორობის ფარგლებში, ეჯაილსქული GITA-ს დაეხმარება ეჯაილ მეთოდოლოგიების დანერგვასა და პროცესების ოპტიმიზაციაში.


GITA-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ეჯაილსქული გამოიყენებს თავის გამოცდილებას ბიზნესპროცესების გაუმჯობესების, პროექტების მართვის ოპტიმიზაციისა და ეჯაილ ტრანსფორმაციის მიმართულებით. კომპანია უზრუნველყოფს GITA-ს თანამშრომლების ტრენინგს ეჯაილ მიდგომებში, რაც ხელს შეუწყობს სააგენტოში ეჯაილ პროცესების უკეთ ადაპტაციასა და საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას.


ეჯაილსქული საქართველოში ქმნის ეჯაილ ეკოსისტემას, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ეჯაილ ტრანსფორმაციაში, ბიზნესპროცესების ეფექტურობის გაზრდასა და პროექტების/პროდუქტების მართვის გაუმჯობესებაში. კომპანია ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს Capacity Building-ის მიმართულებას, რაც გულისხმობს ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას შესაბამისი სასწავლო ტრენინგების საშუალებით.