გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილს სახე აღარ ჰქონდა

26-10-2018

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც "რუსთავი 2"-ის მხრიდან ჩინოვნიკებზე უსაფუძვლო ბრალდებები ისმის, ადამიანებს სახელმწიფო სტრუქტურებში თანამდებობების დაკავების სურვილი ეკარგებათ.


"ჩინოვნიკები თუ ასეთ რეჟიმში იქნებიან და მათ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები იქნება, ხელისუფლებაში არავინ აღარ მივა. ხელისუფლება და მთავრობა სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. არ შეიძლება ჩინოვნიკის დაუსაბუთებლად დადანაშაულება და ლანძღვა-გინება. ეს ემსახურება ერთ რამეს, რომ ადამიანებს ხელისუფლებაში თანამდებობის დაკავების სურვილი დაეკარგოთ და ასეთი შემთხვევები ჩვენ უკვე გვაქვს.


როდესაც მე განხილვაზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დავასახელე, მე ვთქვი და გავჩერდი, არავის მხარი არ დაუჭერია.


მაშინდელმა პრემიერმა კვირიკაშვილმა და სხვებმაც, ვისაც მაშინ ჩემზე მეტი უფლებები ჰქონდათ, გააგრძელეს კანდიდატების შერჩევა და უამრავმა ღირსეულმა ადამიანმა, მათ შორის ვისაც კვირიკაშვილმა პრეზიდენტად კენჭისყრა შესთავაზა, უარი თქვა. ერთ დღეს სამმა ადამიანმა მითხრა უარიო, ძალიან იმედგაცრუებული იყო კვირიკაშვილი, სახე აღარ ჰქონდა. ამის მიზეზი კი გახლავს ის, რომ ამ ლაფში შემოსვლა არავის აღარ უნდა და ლაფის სროლის კლასიკური მაგალითია ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი იტანს"-განაცხადა ივანიშვილმა.