გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა

13-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი დიდ დიღომში, კლაპროთის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.


მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხაზი გაესვა არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.


დელეგატის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს, როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.


„შეხვედრაზე, განვიხილეთ, როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ასევე, ვისაუბრეთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 8 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოსახლეობისთვის გადაადგილება კომფორტული გახდა“,- განაცხადა ალადაშვილმა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი - ავთო ცინცაძე და საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი გიზო ვასაძე.