გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გივი მიქანაძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ არაერთგზის დაფიქსირდა ხელოვნურად დადგმული ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, სადაც კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფასა და ბულინგის მცდელობას

14-09-2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორიცაა: წინასაარჩევნო პერიოდში რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება, „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებსა და მომხრეებზე გახშირებული თავდასხმები, პოლიტიკოსთა და საჯარო მოხელეთა მიმართ შეურაცხყოფა, სააგიტაციო მასალის განადგურება და გაყალბება.


მისი განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზემოთ აღნიშნული ფაქტები უფრო მეტად სისტემატურ ხასიათს იღებს, რისი მაგალითიც, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატებზე ხელოვნურად დადგმული შეურაცხყოფის და ბულინგის შემთხვევებია.


„გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ არაერთგზის დაფიქსირდა ხელოვნურად დადგმული ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელების მიზნით, სადაც კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფასა და ბულინგის მცდელობას. უფრო მეტიც, თითოეულ ასეთ შემთხვევაში ე.წ. „აღშფოთებულ მოქალაქეს“ წარმოადგენდნენ უცხო ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და აქტივისტები, რომელთა მიზანია პოლიტიკური ექსტრემიზმის, ტერორის დამკვიდრება ოპონენტებთან მიმართებაში. ამის უტყუარი დასტურია შემდეგი ფაქტები:


25 აგვისტოს, მიუნხენის აეროპორტში, უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს, რომელიც ოჯახთან ერთად საზღვარგარეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, თავს დაესხა ვითომ „აღშფოთებული მოქალაქე“, ნინო შველიძე და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მალევე დადგინდა, რომ ამ სიტყვების ავტორი, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია, ამასთანავე იგი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის, ტიმოთი ბლაუველთის მეუღლეა. საყურადღებოა, რომ ამ შეურაცხყოფისა და ბულინგის ამსახველი ვიდეოც სწორედ ტიმოთი ბლაუველთის მიერ არის გადაღებული და გავრცელებული.


განსაკუთრებით მძიმე, შემზარავი და ტრაგიკულია 4 სექტემბერს წყალტუბოში მომხდარი ფაქტი, რასაც ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალება მოჰყვა შედეგად. სოფელ გეგუთში ქართული ოცნების წევრებს შტაბში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე მიუვარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს უკანასკნელი ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.


9 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გურიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს ე.წ. „აღშფოთებული მოქალაქე“, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი და მოძრაობა „ტალღას“ წევრი, ლევან ბროძელი შეხვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

10 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამართა საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაცია. ახალ სახეებს შორის წარდგენილ იქნენ დამსახურებული ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. ოლიმპიური ჩემპიონების მისამართით მმართველი გუნდის ოპონენტების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან მყისიერად დაიწყო სიძულვილისა და ზიზღის კამპანია.


დესტრუქციული ძალების აგრესია საჯარო მოხელეებსაც შეეხო. 10 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა მიაყენა და ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენით შეეცადა ზეწოლა განეხორციელებინა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ მედიის თანდასწრებით. საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ ლაშა ფარულავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ს ხელმძღვანელობდა და აღნიშნავდა, რომ იყო მიუკერძოებელი და ნეიტრალური“, - განაცხადა მიქანაძემ.