გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გივი მიქანაძე: 5 სექტემბრიდან დღემდე მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალის განადგურების კუთხით დაფიქსირდა არაერთი ფაქტი

14-09-2024

5 სექტემბრიდან დღემდე მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალის განადგურების კუთხით დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ.


მან სააგიტაციო მასალის განადგურების რამდეიმე მაგალითი მოიყვანა, რომელშიც, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფიგურირებენ.„ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ვიდეო, სადაც მკაფიოდ ჩანს, სამგორში, აეროპორტის დასახლებაში როგორ ხევენ და ანადგურებენ კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლები მმართველი გუნდის გაკრულ პლაკატებს.


ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საბურთალოზე მოახდინეს ქართული ოცნების პლაკატების გადაკვრა ნაციონალური მოძრაობის პლაკატებით.


სამგორში, აეროპორტის დასახლებაში, აგრეთვე ვარკეთილის მე-3 მასივში, ნაძალადევში ცოტნე დადიანის ქუჩაზე და დიდუბეში 147-ე სკოლისა და მეტრო „წერეთლის გაზირის“ მიმდებარედ დაუდგენელმა პირებმა ჩამოხიეს ქართული ოცნების პლაკატები.


ტელეკომპანია „მთავარის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას. კერძოდ, ტელეკომპანიამ ეთერში არ გაუშვა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამა, რაზეც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.