ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ახალციხეში საქონლის სადგომს ცეცხლი გაუჩნდა

26-10-2018

ახალციხეში, ქუთაისის ქუჩაზე, სარქის სარქისიანის საქონლის სადგომის ნაწილი დაიწვა. ადგილობრივებმა პირუტყვის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ზამთრისთვის მომარაგებული თივა სულ დაეწვათ.

ახალციხეში საქონლის სადგომს ცეცხლი გაუჩნდა

 

ხანძარი გუშინ, 25 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00–საათზე საქონლის სადგომის სახურავზე განჩნდა. ცეცხლი ოჯახის დიასახლისმა სირუნ სარქისიანმა დაინახა: „კიდევ კარგი გარეთ გავედი რაღაცაზე და დავინახე რომ სახურავს ცეცხლი ჰქონდა მოდებული“.

 

მისი თქმით, ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა მუშაობდა. სარქისიანებს ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდნენ მეზობლებიც.

 

„სახურავი სულ დაიწვა, 100 პრესი თივა მქონდა რითაც საქონელი მთელი ზამთარი უნდა გამომეკვება და აღარაფერი გადარჩა“, – ამბობს სარქის სარქისიანი.

 

მისი თქმით, სავარაუდოდ, ხანძარი გაუმართავი დენის სადენებიდან გაჩნდა.

 

„გუშინვე იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები აბში, უკვე დავიწყეთ მომხდარის შესწავლა, ოჯახს დავეხმარებით“, – გვითხრეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.



sknews.ge