გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პაატა ბურჭულაძე PosTV-ის შეთავაზებას - პირდაპირ ეთერში კითხვებს უპასუხოს, არ თანხმდება

26-10-2018

“მსოფლიო ბანი ფონდიდან გახარჯული თანხების შესახებ საუბარს ამჯერადაც თავს არიდებს. პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტის კითხვები უპასუხოდ დატოვა და მეტიც, PosTV-ის გადამღები ჯგუფი არც „იავნანას“ კონცერტზე შეუშვეს.


ინტერნეტტელევიზიამ პირდაპირი ეთერის ფორმატი ბურჭულაძეს მას შემდეგ შესთავაზა, რაც „იავნანამ“ განცხადება გაავრცელა და რომლის მიხედვითაც ფონდმა ბიძინა ივანიშვილი, PostTV და პროკურატურა „იავნანას“ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა”-ამის სესახებ ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


„POSTV-ს შეთავაზებით ბურჭულაძეს საშუალება ეძლეოდა, თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პირდაპირ ეთერში გაეცა პასუხი, საგამოძიებო სტუდია კი თავის მხრივ მზად იყო, ფილმში მოყვანილი ფაქტები დაედასტურებინა.


შეგახსენებთ, რომ ფონდი “იავნანა” და მისი ხელმძღვანელი მილიონობით ლარის მითვისებაში ინტერნეტტელევიზია PosTV-ის საგამოძიებო სტუდიამ ამხილა. ფონდ „იავნანადან“ საქველმოქმედო თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 2017წლის სექტემბერში დაიწყო.


ბურჭულაძის და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდიდან 700 ათას ლარამდე დახარჯა. ანგელა ვასილენკოს ავიაბილეთების ღირებულებაში, ხელფასსა და სხვა ხარჯებში ფონდიდან ჯამურად 254 000 ლარია გადახდილი , მომსახურებაში კიდაახლოებით 40 000 ლარი.


გამოძების ინფორმაციით, 2004-2017 წლებში ფონდის შემოწირულობების მხოლოდ 30% ქველმოქმედებას, დანარჩენი შემოსავალი კი თანამშრომელთა ხელფასებსადა ადმინისტრაციულ ხარჯებს მოხმარდა.

პროკურატურის ცნობით, ფონდიდან ამოღებული დოკუმენტაციიდან გახარჯული თანხების მიზნობრიობა ვერ დასტურდება“-აცხადებენ ტელევიზიაში.