გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბიძინა ივანიშვილი: მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ, მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად

15-09-2024

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს. 


„ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს, საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ. მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად.


სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა.მერაბ დვალიშვილის სახით, ჩვენს სამშობლოს, ამ პატარა საქართველოს, უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს. მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.