« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
15-09-2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის სოფლების: პირველი და მეორე ობჩის, ასევე წითელხევის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე.
„ბოლო წლებში ამ სოფლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები: მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა გარე განათება, სანიაღვრე სისტემები და ცხაურები. პირველ ობჩაში მიმდინარეობს წყლის სისტემის მშენებლობა, რის შედეგადაც 216 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს,“- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.