გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: აფხაზებთან და ოსებთან ეს რთული, მაგრამ აუცილებელი დიალოგი - ორმხრივად დაშვებულ შეცდომებზე, იარების მოშუშებაზე, ურთიერთპატიებისა და ურთიერთშენდობის აუცილებლობაზე - გარდაუვალია

15-09-2024

„სერიოზულად არიან შეშინებული ხელისუფლების მიერ ნომერ პირველ პოსტსაარჩევნო ამოცანად დასახელებული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური პერსპექტივებით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს ოპოზიციის იმ რეაქციაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით პროგრესის დაანონსებას მოჰყვა.


დავით ქართველიშვილის თქმით, აფხაზებთან და ოსებთან ეს რთული, მაგრამ აუცილებელი დიალოგი - ორმხრივად დაშვებულ შეცდომებზე, იარების მოშუშებაზე, ურთიერთპატიებისა და ურთიერთშენდობის აუცილებლობაზე - გარდაუვალია.


„სრულ ისტერიკაში არიან. ამას უკვე კატასტროფაც არ ჰქვია. ხელისუფლების ლიდერების თითოეულ სიტყვას დასდევენ და ყოველ ჯერზე საკუთარ დაგებულ „ხაფანგში" თვითონვე ხვდებიან. თვალსაჩინო იყო პრემიერ-მინისტრის უკანასკნელი ბრიფინგიც, სადაც ოფშორმედიის სვავები ეხვეწებოდნენ ირაკლი კობახიძეს - 2008 წელი აღარ ახსენოთო, და საერთოდ, ჩვენს შეკითხვებს 2013 წლის პერიოდიდან გაეცით პასუხებიო. რატომ აღარ ისწავლება გალში 2014 წლიდან ქართული ენაო - ერთმა სვავმა ჰკითხა.


ოღონდ, არ დამიწყოთო ახლა 2006 წლის კოდორის ხეობის პროვოკაციაზე, აგვისტოს ომზე, რუსეთისთვის გაფორმებულ ოკუპაციაზე და მოღალატეობრივ რეზოლუციაზე საუბარიო - ეგ რა შუაშიაო! რა გააკეთეთ გალის რაიონის სკოლებისთვისო! მას „ბანი" მისცა მეორე სვავმა - რატომ გრძელდება "ბორდერიზაციაო" სამაჩაბლოშიო, ხოლო რატომ გაუფართოვა სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს ადმინისტრაციული საზღვრები, რომლის ფარგლებშიც შეიმჩნევა პერიოდულად ეს პროცესები, - ეს რა შუაშიაო - დაბნეულმა სვავმა. შუაში კი არა - თავშია. სერიოზულად არიან შეშინებული ხელისუფლების მიერ ნომერ პირველ პოსტსაარჩევნო ამოცანად დასახელებული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური პერსპექტივებით.


ფაქტობრივად, „წყალში ეყრებათ" 2004-2006-2008 წლების ძალისხმევა ოკუპაციის გაფორმებასა და ომის დაწყებაში საკუთარი ჯარის ოფიციალურად დადასტურების სახით, რასაც შემდგომში ტალიავინის კომისიის დასკვნაც დაეყრდნო. მეორე დღეა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ტრადიციულად გაუკუღმართებული ლოგიკით გაგებული განცხადების ინტერპრეტირებას გვთავაზობენ - როგორ შეიძლება წინა წლებში დაშვებული შეცდომების აღიარება, ეს ხომ რუსეთის წინაშე "ბოდიშის მოხდის" ტოლფასი იქნებაო.


საქართველოს ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევის არქიტექტორებისთვის "შეცდომების აღიარება თუ ბოდიში" უცხო ხილი რომ არის, ამ თემებთან შეხებას საერთოდ როგორ გვიბედავენ! აფხაზებთან და ოსებთან ეს რთული, მაგრამ აუცილებელი დიალოგი - ორმხრივად დაშვებულ შეცდომებზე, იარების მოშუშებაზე, ურთიერთპატიებისა და ურთიერთშენდობის აუცილებლობაზე - გარდაუვალია. ვერც ერთ ახალ პროვოკაციას უსამშობლო ნაცების მხრიდან: სიტყვით თუ ქმედებით - მათთვის ამ უცხო და მიუღებელ ქვეყანაში ადგილი აღარ ექნება! საქართველო გამთლიანდება და ყველა ღირსეულ ადამიანს მასში მშვიდობიანი და სტაბილური ცხოვრების, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პირობები შეექმნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.