გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ

16-09-2024

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, მერაბ დვალიშვილს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია.


„მინდა მივულოცო მერაბ დვალიშვილს გუშინდელი უდიდესი წარმატება. ყველა თვალყურს ვადევნებდით ამ მნიშვნელოვან გამოსვლას, რასაც მთელი საქართველო ელოდა ძალიან დიდი ინტერესით და უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე წელია, ქართველი იგებს UFC-ს, რაც არის უნიკალური მიღწევა და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ სპორტულ ტალანტზე და ქართველების ნიჭზე მეტყველებს. უნდა აღინიშნოს, რომ მერაბს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია.


ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ", - განაცხადა პრემიერმა.