გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე ვახტანგ ლემონჯავას მიერ ჯუმბერ იზორიას ავტომანქანის დაზიანებაზე: დიდი ალბათობით, ამას რადიკალების ლაქია „დამკვირვებლები“ არ დააფიქსირებენ და იმედია, უცხოელი დამკვირვებლები ნაცსექტისგან ძალადობრივ ქმედებებს ყურადღებას მიაქცევენ

16-09-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჩხოროწყუში, პარტია „ახალის“ მთვრალი წევრის, ვახტანგ ლემონჯავას მიერ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯუმბერ იზორიას ავტომანქანის ქვებით დამტვრევას ეხმიანება.


მისი თქმით, დიდი ალბათობით, ამას რადიკალების ლაქია „დამკვირვებლები“ არ დააფიქსირებენ. მანვე აღნიშნა, რომ იმედია, კეთილსინდისიერი უცხოელი დამკვირვებლები ნაცსექტისგან ამ და სხვა ძალადობრივ ქმედებებს ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ.


„საბჭოთა პროკურორ ვიშინსკის იდეოლოგიური შთამომავლის, ნიკა გვარამიასა და „ნაცების“ სადამსჯელო აღსრულების ბიუროს თავკაცის, ნიკა მელიას „დასავლური“ ყაიდის საარჩევნო კამპანია - ოპონენტის ქონების დაზიანება. წუხელ, გვიან ღამით, პარტია „ქართული ოცნების“ წევრისა და ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯუმბერ იზორიას კუთვნილი ავტომანქანა „ნაცპარტიუკის“ (ე.წ. „ახალი“) აქტივისტმა, ჩხოროწყუს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ლემონჯავამ დააზიანა. დიდი ალბათობით, ამას რადიკალების ლაქია „დამკვირვებლები“ არ დააფიქსირებენ და იმედია, კეთილსინდისიერი უცხოელი დამკვირვებლები ნაცსექტისგან ამ და სხვა ძალადობრივ ქმედებებს ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ“, - წერს გია აბაშიძე.