გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

16-09-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.


ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.


ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების მაღალ დინამიკას და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობას.


მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული დინამიკა. აღინიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამ კუთხით ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. განიხილეს ასევე პარტნიორობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.