27-10-2018
გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ო.მ.დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 18 აპრილს, ქალაქ კასპში, ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ო.მ.-ს მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში შელაპარაკება მოუხდა ძმასთან - გ.მ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მას დანით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობის შედეგად გ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ო.მ. 2018 წლის 19 აპრილს ქ. კასპში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ო.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.