გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გურამ მაჭარაშვილი: როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგება და კონსტიტუციაშიც ცვლილების შეტანა დაგვჭირდება, ოპოზიცია ამას მხარს არ დაუჭერს, ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება

17-09-2024

„პირველ რიგში, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ [თავიდან, როცა ბიძინა ივანიშვილის განცხადება გააპროტესტა ოპოზიციამ], მათ რუსი ოკუპანტები არ უხსენებიათ. მათ პირდაპირ თქვეს - ოსებს რატომ უნდა მოვუხადოთ ბოდიშიო. რუსი ოკუპანტი არავის არ ახსოვდა ორი დღე, მხოლოდ მერე დაფიქრდნენ, რაც ჩვენ გავაკეთეთ კომენტარები ამასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე - „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები“, - ოპოზიციის უარყოფითი რეაქციის შეფასებისას.


მისი თქმით, გამოჩნდა, რომ ოპოზიციას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდა და დაკარგული ტერიტორიების გარეშე სურს ყველგან გაწევრიანება.

„საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენა გვინდა. ტერიტორიული მთლიანობა რომ აღდგება, იმ ტერიტორიაზე ქართველებთან ერთად ოსებმა და აფხაზებმა ხომ უნდა იცხოვრონ? სხვანაირად ვის წარმოუდგენია? ეს ამათ, [რადიკალებს] ვერ წარმოუდგენიათ ასე და იმიტომ [ატეხეს ერთი ამბავი].


[რაც შეეხება ოკუპანტებს], ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ტერიტორიები რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა წაგვართვა; საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელები რუსეთის წინააღმდეგ შევიტანეთ და არა - ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ; რუსეთს მოვუგეთ საერთაშორისო სასამართლოები, სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ომი რუსეთთან გვქონდა და ა.შ.


როდესაც ადამიანს გულწრფელად უნდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ის ამის გზებს ეძებს. სხვა ბევრ საკითხთან ერთად, სწორედ ამ საკითხის გამო გვინდა, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოვიპოვოთ, რომ გამოჩნდა, ოპოზიციას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდა - როგორც კი შერიგების, ურთიერთსიყვარულის და ბოდიშის შანსი გაჩნდა, მყისიერად ყიჟინა დასცხეს. ეს კი იმის დასტურია, რომ ამ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდა და ამ ტერიტორიების გარეშე უნდა ყველგან და ყველაფერში გაწევრიანება. უკვე დავინახეთ, რომ, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგება და კონსტიტუციაშიც ცვლილების შეტანა დაგვჭირდება, ეს ხალხი ამას მხარს არ დაუჭერს. ამიტომაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.