გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე: აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს სცალია და თურმე საქართველოს არჩევნების „დაცვაზე“ ზრუნავს და როგორ „იცავენ“ მათთვის „არასასურველ“ არჩევანს, აკერმანისეული ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციით?

17-09-2024

გლობალურ პოლიტიკაშიც ჩაფლავებული აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს სცალია და თურმე საქართველოს არჩევნების "დაცვაზე" ზრუნავს, საკითხავია როგორი მეთოდებით? - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ქართული საზოგადოების არჩევანს ჩვენი ხალხი წყვეტს და არა რომელიმე არამკითხე აქტორი.


აბაშიძე ასევე ფსევდო-მეგობრებს მოუწოდებს, ობიექტურ რეალობას თვალი გაუსწორონ, ვინაიდან გარეთ 2024 წელია და არა 2003.


„გლობალურ პოლიტიკაშიც ჩაფლავებული აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს სცალია და თურმე საქართველოს არჩევნების "დაცვაზე" ზრუნავს, საკითხავია როგორი მეთოდებით?


სენატორი კარდინი თავხედურად აცხადებს - "ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად ნაბიჯების გადასადგმელად მზად ვართ".


ჩვენი საზოგადოების ევროპულ თუ სხვა არჩევანს ჩვენი ხალხი წყვეტს და არც ამერიკელი, არც რუსი და არც ევროპელი არამკითხე აქტორი. და როგორ "იცავენ" მათთვის "არასასურველ" არჩევანს აგენტოკრატიის ვასალები საქართველოში, აკერმანისეული ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციით? 2024 წლის შემოდგომაა გარეთ და არა 2003 წლის, ობიექტურ რეალობას თვალი გაუსწორეთ ფსევდო-მეგობრებო და თქვენს ჯიბეზე ჩამოკიდებულო ნაცგლახაკებო!“ - წერს გია აბაშიძე.