გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩართულია წინასაარჩევნო აგიტაციაში, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი კრიტიკული განცხადება, რაც ცალკეული დამკვირვებლების მიკერძოებაზე მეტყველებს

17-09-2024

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებას, მათ შორის, როდესაც ის პირდაპირ არის ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში, ესეც არის კონსტიტუციის დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეუთო/ოდირმა ასეთი აქტები კონკრეტულ ქვეყანაში შეაფასა, როგორც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, თან ისეთ ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციაში პირდაპირ არ უწერია პრეზიდენტს, რომ უნდა იყოს ზეპარტიული, მაგრამ საუბარი იყო კონსტიტუციის სულისკვეთებაზე.


„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული. ეს, მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ერეოდეს სარჩევნო პროცესებში. ეს არის, ბუნებრივია, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, თუმცა ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია არცერთი კრიტიკული განცხადება ამასთან დაკავშირებით, რაც ცალკეული დამკვირვებლების მიკერძოებაზე მეტყველებს, ბუნებრივია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.