გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ძალიან აქტიურად, ბევრი მიმართულებით იმუშავებს როგორც ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად მოკლევადიან პერსპექტივაში, ისე უფრო გრძელვადიანი ზრდის მყარი საფუძვლის შესაქმნელად

17-09-2024

„ქვეყანაში ცალსახად დიდი პრიორიტეტი ენიჭება სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბოლო წლებში ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, ხაზგასასმელია ასევე დღის წესრიგში არსებული, ე.წ. ფლაგმანი პროექტების განვითარების პრიორიტეტები, რომლებსაც ტრანსფორმაციული ეფექტი უნდა ჰქონდეთ ქვეყნის განვითარებისთვის - ეს არის ანაკლიის პორტის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა პროექტები იმისთვის, რომ ერთ-ერთ მზარდ, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში არამხოლოდ შევინარჩუნოთ დადებითი დინამიკა, არამედ მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ ამ მიმართულებით" - ამ საკითხებზე ლევან დავითაშვილმა პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციის „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები" ფარგლებში თბილისში გაიმართა.


პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მზარდ ტურიზმსა და ტურისტულ სექტორში მოთხოვნას უნდა პასუხობდეს.


„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, მომსახურების სფეროში ახალი სექტორები გაჩნდა, რომლებიც ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს. ეს არის ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულება, სადაც თითქმის 800 მილიონი დოლარის ექსპორტი იყო 2023 წელს, ხოლო მიმდინარე წელს, იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი მილიარდს გადააჭარბებს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


მისი შეფასებით, ეს არის განსაკუთრებული დინამიკით გამორჩეული სექტორი, ცოდნაზე ორიენტირებული დარგი, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებებით გაძლიერებას.


„ამ სექტორში პირველი დადებითი შედეგები უნდა გადავაქციოთ უფრო გრძელვადიან, ფუნდამენტურ უპირატესობად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ტექნოლოგიური მიღწევები უნდა დავაკავშიროთ ეკონომიკის ტრადიციულ დარგებს, ვიმუშაოთ პროდუქტიულობის ზრდისთვის და შიდა რესურსი ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ. სახელმწიფო ძალიან აქტიურად, ბევრი მიმართულებით იმუშავებს როგორც ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად მოკლევადიან პერსპექტივაში, ისე უფრო გრძელვადიანი ზრდის მყარი საფუძვლის შესაქმნელად" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.