გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: არ არსებობს რეიტინგი, სადაც საქართველო არ უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას, თუმცა ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე - საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები, რა ინტერესები შეიძლება იყოს აქ

17-09-2024

არ არსებობს რეიტინგი და ინდექსი, სადაც საქართველო ბევრად არ უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს. ამ პირობებში, მაინც, ფორმალურად, ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე. ამაზე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, რა ინტერესებთან შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, სწორედ ეს დასკვნა აისახება 26 ოქტომბერს არჩევნებში.


„არ არსებობს პრაქტიკულად რეიტინგი და ინდექსი, სადაც საქართველო ბევრად არ უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს. არ არსებობს არც ერთი ასეთი ინდექსი და რეიტინგი. ამ პირობებში, მაინც, ფორმალურად, ჩვენ ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე. ამაზე რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, რა ინტერესებთან შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. ერთი მხრივ, არის მოლდოვა, რომელიც არის კორუფციაში ჩართული ქვეყანა. პრაქტიკულად, არ დატოვეს თავისუფალი მედია, არანაირი ფორმით. არ დატოვეს არანაირი პოლიტიკური პლურალიზმი, დსთ-ს წევრია ეს ქვეყანა, არც სანქციებს მიერთებია სხვათა შორის და ასეთი ქვეყანა დღეს ფორმალურად არის ნახევარი ნაბიჯით წინ, ვიდრე საქართველო ამაზე ხომ საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს დასკვნა აისახება 26 ოქტომბერს არჩევნებში", -განაცხადა პრემიერმა.