გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობთ, ეს მოხდება მომავალი წლიდან

17-09-2024

ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობთ, რომ ეს მოხდება მომავალი წლიდან. შესაბამისად, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, იქნება ჯანსაღი კომუნიკაცია პარტნიორებთან, რომელიც იქნება ორიენტირებული, იმაზე რომ მომავალი წლიდან აღდგეს ურთიერთობები, რომელსაც მიადგა სერიოზული ზიანი წინა ელჩის პირობებში.


„ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობთ, რომ ეს მოხდება მომავალი წლიდან. შესაბამისად, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება, პირიქით, იდგმება კონტრპროდუქტიული ნაბიჯები. ამიტომ, ჩვენ გვექნება მაქსიმალურად ჯანსაღი, კონსტრუქციული კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რომელიც ერთადერთ რამეზე იქნება ორიენტირებული, რომ ჩვენ მომავალი წლიდან მაქსიმალურად აღვადგინოთ ჯანსაღი ურთიერთობები, რომელსაც მიადგა სერიოზული ზიანი წინა ელჩის პირობებში, მთელი 4 წლის განმავლობაში. წინა ელჩი პირდაპირ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში", - განაცხადა პრემიერმა.