გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის

17-09-2024

ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას, ეს არის ძალიან მარტივი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, აშშ-ის მხრიდან დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით, როგორ უნდა იმოქმედონ ბანკებმა საქართველოში.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის სამართლის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა.


„საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის. კონსტიტუციას აქვს თავისი ჩარჩოები. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონმდებლობა და საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ", - განაცხადა პრემიერმა.