გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გოგიტა ცუცქირიძე: სახელმწიფოსთან შანტაჟით და ულტიმატუმებით საუბარი ისევ ბიზნესისათვისაა წამგებიანი

27-10-2018

„ომეგას“ მიერ წარმოების განახლებას საბანკო და საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ეხმიანება. იგი სწორ ნაბიჯად აფასებს კომპანიის გადაწყვეტილებას და აცხადებს, როგორც ბიზნესმა დავალიანების გადახდა, სახელმწიფომ გადადგა აბსოლუტურად სწორი შემხვედრი ნაბიჯი და მისცა საწარმოს ფუნქციონირების გაგრძელების საშუალება, რათა მიიღოს შემოსავლები და მოემსახუროს ვალებს. მისი აზრით ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომაა.


„ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს რომ სახელმწიფოსთან შანტაჟით და ულტიმატუმებით საუბარი ისევ ბიზნესისათვის არის წამგებიანი და ერთადერთი სწორი ნაბიჯი ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ვალის გადახდის პროცესის დაწყებაა. მითუმეტეს, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განუცხადა, რომ მისთვის არ არსებობენ არც პრივილეგირებული მეწარმეები და არც უკანონოდ დასჯილები“-აცხადებს გოგიტა ცუცქირიძე.


მისი ინფორმაციით, ზოგადად ვალების რესტრუქტურიზაცია საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა. მისი მიზანია პროცესის წარმართვა ისე, რომ არდაზიანდეს წარმოება და ადამიანებმა არ დაკარგონ სამუშაო ადგილები.