გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება" არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან

18-09-2024

ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება" არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, საქართველოში სინამდვილეში მესამე სექტორი არ არსებობს.


„მესამე სექტორი საქართველოში სინამდვილეში არ არსებობს. არსებობს გარკვეული მდიდარი NGO-ები, რომლებიც მთლიანად გარედან ფინანსდებიან აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება და მათ აქვთ პირდაპირ გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. შესაბამისად, მათი ინტერესი საერთოდ არ არის, დააკვირდნენ არჩევნებს. ისინი ერთადერთი რასაც აკვირდებიან არის ის, რომ უნდათ, რაღაცნაირად, რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, თუმცა ეს არის აბსოლუტურად მიუღწეველი შედეგი მათთვის. საქართველოში არ არსებობს ადგილობრივი მიუკერძოებელი დამკვირვებელი ორგანიზაციები. ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება" არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან", - განაცხადა პრემიერმა.