გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი: ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით, მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, აქ ვარ და გაგიყვანო

18-09-2024

„გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა.


„ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ და…“, – განაცხადა ბუბუტეიშვილმა სხდომის მიმდინარეობისას.


ბუბუტეიშვილმა, რომელსაც ბრალი ედება სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავებასა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებაში, უკმაყოფილება ადვოკატის მიმართაც გამოთქვა.


„ორი თვეა, სამი თვეა მეუბნები, არ აღიარო, ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, გაგიყვანოთ… ფაქტი სახეზეა, 5 თვეა უკვე ვიმყოფები [ციხეში]… არც ვაშაძეა [გვერდით], ყურადღებასაც არ მაქცევს და არც არავინ და რა ვიცი… დაკვეთით გავაკეთე ეს ყველაფერი, გეუბნებით და „დალშე” თქვენ იცით”, – მიმართა მან ადვოკატ ლაშა ტყეშელაძეს, რომელმაც პროცესზე მოითხოვა აცილება და ბუბუტეიშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.


გამოცემა “პუბლიკას” ცნობით, ბუბუტეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებას ცდილობენ, თუმცა, ის საქართველოში არ იმყოფება. მისი პირველადი პოზიციის მიღება გამოცემამ პარტიის პრესსამსახურის საშუალებით შეძლო.

მათი ცნობით, გიორგი ვაშაძე არ იცნობს ბრალდებულს და მასთან არანაირი შემხებლობა წინა პერიოდში არ ჰქონია.