გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ცოტნე ანანიძე: კესარიას მკვლელობას, მაღალი ალბათობით, ჰომოფობიის მოტივები არ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას

19-09-2024

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქობულეთში ცოტნე ანანიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.


როგორც ანანიძე წერს, ნურავინ ცდილობს პოლიტიკური მოტივების ძიებას.


მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავე დაისჯება.


„კესარიას მკვლელობას, მაღალი ალბათობით, ჰომოფობიის მოტივები არ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას! სამწუხაროა და დანაშაულია ადამიანის მკვლელობა, მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავე დაისჯება!”- წერს ცოტნე ანანიძე ფეისბუქზე.


ცნობისთვის, ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, საკუთარ სახლში მოკლეს.