19-09-2024
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი არჩევნებამდე იმ მოვლენებზე საუბრობს, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი წერს როგორც ქვეყნის გარეთ განვითარებულ პროცესებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ტერაქტებზე, სადაც იარაღად ელექტრონული საშუალებები იყო გამოყენებული, ასევე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.
„18 სექტემბერი. ჩვენს არჩევნებამდე დარჩენილია 38 დღე. ლამის ყოველი დღე საჭიროებს ქვეყნის შიგნით თუ მის გარშემო მნიშვნელოვანი მოვლენების აღწერას:
ადამიანის განადგურების მანქანამ, "გლობალური ომის პარტიის" ახლო აღმოსავლეთის ფილიალმა, მსოფლიოს ტერორისტული აქტის ახალი სახეობის "პრეზენტაცია" წარუდგინა - კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები (პეიჯერი, რაცია, რადიომიმღები, ტელეფონი) მკვლელებად გახადა
გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ვერტმფრენის ბორტზე დაღუპული ირანის ექს-პრეზიდენტიც პეიჯერს ატარებდა
პარიზის ოლიმპიადაზე პირჯვრის გადასახვის გამო დაიწყეს სპორტსმენების დასჯა, სანქციები, რეპრესიებისამხრეთ კავკასიაში აქამდე ერთადერთი "სტრატეგიული პარტნიორის" რიგით წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებზე აშშ-ში სასანქციო სიებს ადგენენ
გაზაფხულის ანტისახელმწიფოებრივი აქციების დროს დაკავებულის სასამართლო პროცესზე გაჟღერდა აღიარებითი ჩვენება: დესტრუქციულ და დანაშაულებრივ ქმედებებზე დავალების მიმცემი ნაცსექტანტის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ
აგორებულია "ომის პარტიის" კამპანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად დაბრუნების წინააღმდეგ
ბუნდესტაგის გათხოვილი დეპუტატი აგრძელებს ქართული ეკლესიის და მისი მრევლის შეურაცხყოფას
ჟოზეპ ბორელი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლას აკავშირებს ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ სახელისუფლებო ძალისხმევის შეჩერებასთან
ერთი მეორის მიყოლებით ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დასავლური ღირებულებების შემსწავლელ ამა თუ იმ ინდიკაციების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რიგებში შეჰყავთ
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი იმ ქვეყნიდან, სადაც პოლიტიკური კონკურენტების ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობებით არიან დაკავებული - საქართველოს ხელისუფლებას მის საარჩევნო სისტემას უწუნებს. დღეს თუ რამე გამომრჩა, მომიტევეთ..." - წერს დავით ქართველიშვილი.