გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკა ბესელია: მე და სალომე წლების განმავლობაში ერთად, გვერდიგვერდ ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად

28-10-2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ის  პრეზიდენტობის კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად წლების განმავლობაში იბრძოდა  „სააკაშვილის რეჟიმის“ შესაცვლელად.


მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი მას გვერდში ედგა, როდესაც მისი შვილი და ძმა დააპატიმრეს.


ეს განცხადება მან საკუთარ ფეისბუქ გვერზე გააკეთა.

 

„რატომ სალომე ზურაბიშვილი?

იმიტომ რომ:

განათლებულია, გამოცდილია, ლამაზია, მებრძოლია, პრინციპულია, სამართლიანობის დამცველია, სამშობლოს ისტორიულ ფესვებთან ერთგულად მდგომია, კარგი დედა და მეგობარია.

კიდევ:

სალომეს არჩევით ჩემთვის ერთიანდება წარსული და აწმყო მომავალთან და ეს ბმა საოცარ ემოციას და იმედს ქმნის.

მე და სალომე წლების განმავლობაში ერთად, გვერდიგვერდ ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად. მახსოვს, დაუღლელი და უშიშარი. არასოდეს დამავიწყდება როგორ მოდიოდა ყველა სასამართლო პროცესზე, როდესაც ჩემი არასრულწლოვანი შვილი და ძმა დააპატიმრეს და გვერდიდან არ მომცილებია...

ყოველთვის მემახსოვრება როგორ გამიკვალა გზა საფრანგეთის მთავრობასთან იმ რთულ დროს... ეს იყო გრძელი, რთული, მაგრამ ყველაფრის დამტევი წლები!

ამ წლებმა დააგვახლოვა და ამ ბრძოლამ დაგვამეგობრა!

ეს ემოცია გამოვხატე ჩემთვის და შენთვის...

ქალი - დედა საქართველოს პრეზიდენტად მეიმედება!” - წერს ეკა ბესელია.