გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„ფორმულას“ ჟურნალისტი ლუკა ტყებუჩავა: აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან

20-09-2024

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ლუკა ტყებუჩავამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან.


მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისას განმარტა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესახებ გაკეთებული განცხადება, კითხვით მიმართა ჟურნალისტებს - აფხაზი და ოსი ხალხი მათთვის დები და ძმები არიან თუ მტრები, რაზეც „ფორმულას“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, განაცხადა, რომ მისთვის აფხაზები და ოსები მტრები არიან.


აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძემ პასუხის დაზუსტების მიზნით ჟურნალისტს რამდენჯერმე გაუმეორა შეკითხვა, რაზეც ლუკა ტყებუჩავასგან ყველა ჯერზე იგივე პასუხი მიიღო.


„აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან“, - განაცხადა ლუკა ტყებუჩავამ.